ივანე ჯავახიშვლის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა ვარძიის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ამა წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე ვარძიის ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმ - ნაკრძალში.
გახსნა შედგება 31 მაისს, 12:00 საათზე ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.
გთხოვთ, თქვენი პასუხი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ და თეზისები ( არა უმეტეს 300 სიტყვისა ინგლისურ ენაზე ) გამოგვიგზავნოთ არა უგვიანეს 5 აპრილისა.
კონტაქტი: ტელ (tel): +995558791093 ანა თეთრუაშვილი (Ana Tetruashvili). მეილი (mail): vardziaconference@gmail.com
კონფერენციის საბჭოს შემადგენლობა:
პროფ. ვახტანგ ლიჩელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციის დამაარსებელი და ორგანიზატორი.
პროფ. მაიკლ ვიკერსი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, კონფერენციის სხდომების მუდმივი თავმჯდომარე.
პროფ. ვალტერ კუნტნერი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფ. სანდრა ჰაინჩი - ლეოპოლდ ფრანცენის სახელობის ინსბრუკის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფ. ებერჰარდ ზაუერი - ედინბურგის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფ. პაოლო ბიაჯი - ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფ. ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
პროფ. მანანა ოდიშელი - დამოუკიდებელი მკვლევარი.
აგნიეშკა შრაიბერი - ნიკოლა კოპერნიკის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.